Thursday, July 24, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:
ჩემი სოფლის მეტყველება
პროექტის  მთავარი იდეა:
მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ მშობლიური სოფლის მოსახლეობაში დამკვიდრებული კუთხური სიტყვები და გამოთქმები.
პროექტის აქტიურობა:
მოსწავლეები შეისწავლიან მშობლიური სოფლის მეტყველებას , ჩაიწერენ ინტერვიუებს მოსახლეობისგან ,  თავს მოუყრიან კუთხურ სიტყვებს, გააკეთებენ  ჩანაწერებს, გადაიღებენ  სურათებს, ვიდეოს, ასევე გამოიკითხავენ თუ რამ განაპირობა ამ სიტყვების დამკვიდრება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიებისა და ურთიერთტანამშრომლობის უნარი. მუშაობის პროცესში გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინფორმაციის მოძიების დამუშვების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.
მოსწავლის ასაკი: 13/14 წელი;
ვადები/ ხანგრძლივობა; 2 კვირა;
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები:
შეიქმნება ჩვენი სოფლის სიტყვების ჩანაწერები, ფოტ მასალა,დახარისხდება  და გამოქვეყნდება ბლოგზე. ასევე შექმნიან ჩვენი სოფლის ლექსიკონს.
პროეფტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩანაწერი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1.პროექტის იდეის, მიზნებისა დავადების გაცნობა.
2.ჯგუფებად დაყოფა და დავალებების მიცემა.
3.კონკრეტული დავალებების  შესაბამის ვადებსი შესრულება და ანგარიშების წარდგენა.
4.ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება დადამატებითი მითითებების მიცემა, მოძიებული მასალების დახარისხება.
5.საბოლოო შეჯერება და აუდიტორიისთვის წარდგენა  პრეზენტაციის სახით, აგრეთვე ისტ-ის გამოყენებით მოსწაავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ  მოძიებულ ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვამასალებს.
პროექტის ხელმძღვანელი (ნარგიზ კაჭკაჭაშვილი)
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nargiz31.03@gmail.com